Friday, October 12, 2012


  1. პროექტის სახელწოდება : “ჩემი სახლი”.
  2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები აღწერენ თავიანთ საცხოვრებელ სახლს, გარემოს, სადაც იზრდებიან და ცხოვრობენ ოჯახის წევრებთან ერთად, ზოგი დახატავს კიდეც სახლს და იქ მაცხოვრებელთაც. ამის შემდეგ კლასში ან სკოლაში მოაწყობენ ნახატების გამოფენას და ჩანახატების წაკითხვას. 
  3. პროექტის აქტუალურობა:პროექტში მონაწილე ოსწავლეთა რამდენ პროცენტს აქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები.
  4. პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეები საქართველოში მცხოვრები თანატოლების საცხოვრებელ პირობებს შეისწავლიან ინტერნეტის საშუალებით და გაიზიარებენ ერთმანეთის გაჭირვება-დალხინებას.
  5. მონაწილეთა ასაკი:6-14 წელი
  6. ვადები/ ხანგრძლივობა: 4 თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ამ პროექტის საშუალებით ქართველი მოსწავლეები ინტერნტის საშუალებით გაეცნობიან ერთმანეთის საცხოვრებელ სახლებს. გაიგებენ რა უჭირთ, რა ულხინთ მათ. ზოგს ფუფუნება არ აკლია, თბილ, დიდ სახლში ცხოვრობენ და განებივრებულნი არიან, ზოგსაც კი გაყინულ სახლში უწევთ ცხოვრება, თავიანთი სამეცადინო კუთხეც კი არ აქვთ და მაინც წარჩინებულნი არიან.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:რვეული, ფანქრები,კომპიუტერი, ინტერნრტი
  9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები გამოიყენებენ სახატავ რვეულებს, ფანქრებს, დახატავენ თავიანთ სახლს, ან თუნდაც ისეთ სახლს, სადაც უნდათ რომ იცხოვრონ. ჩაერთვება რაც შეიძლება მეტი მოსწავლე.
  10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა ლიტერატურა /მართლწერა/, ხატვა/ფერების შეზავება, სახლის ესკიზის დახატვა/, ტექნოლოგიები/დოკუმენტების აკრეფა ტექსტურ რედაქტორში და გაფორმება სახატავი ინსტრუმენტებით/.
  11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ვიოლეტა სარქისიანი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა             v150976@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი   http://vikasark.blogspot.com/